პროფილირებული ფურცელი PDF Print E-mail

 

 

პროფილირებული ფურცელი - ეს არის რკინის (მოთუნუქებული ან შეღებილი) ფურცელი, რომელიც სპეციალური რგოლების გამოყენებით ღებულობს პროფილის ფორმას. თანამედროვე პროფილი პრაქტიკულად არის მუდმივი და მოსახერხებელი სამშენებლო მასალა. არსებობს პროფილის ორი სახეობა: მოთუნიქებული და შეღებილი.

მოთუნუქებული პროფილი ხშირად გამოიყენება,როგორც სახურავისთვის ასევე იატაკის საფენად და ტერიტორიის შემოსაკავებლად.შეღებილი პროფილი გამოიყენება შენობებისა და კონტეინერის კედლისთვის.

პროფილს გააჩნია შესაბამისი მარკირება დამზადების ტიპის მიხედვით-H , HC , C.

პროფილი იყოფა:

. პროფილი კედლისათვის - C-8,C-10, C-15

. პროფილი სახურავის დასაფარად - HC-20, HC-35, HC-44, H57, H60, H75.

. პროფილი საფენად და ტერიტორიის შესაღობად - HC-20

პროფილის ფერი ირჩევა თანახმად RAL სტანდარტ-ფერის მიხედვით.

ბოლო დროს პროფილის დამზადებამ ადგილი დაიმკვიდრა სამშენებლო მასალებს შორის.მოთუნუქებული პროფილი წარმოადგენს ფოლადის ცივად მოხრილ რკინის ფურცელს, რომელიც მზადდება მაღალხარისხოვანი მოთუნუქებული  ფოლადისაგან ,    აგრეთვე პოლიმერულად დაფარული ფოლადისაგან.ფურცლის სისქე შეიძლება იყოს 0.5მმ-დან 1.0 მილიმეტრამდე იმისდა მიხედვით თუ სად შეიძლება გამოვიყენოთ პროფილი. თავისი თვისებების გამო პროფილი ითვლება ძალიან ეფექტურ სამშენებლო მასალად,რომლის მონტაჟიც არის  ძალიან იოლი.

პროფილი გამოიყენება : სააგარაკე სახლებში,გარაჟებში,კონტეინერებში, საწყობებში, პავილიონებში, შიგა გამყოფი კედლების დროს,გადახურვის დროს  და მრავალი სხვა.

     

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

.